ღია მოედნების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
17 თებერვალი, 2021
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი საჯარო სკოლების ტერიტორიაზე ღია მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება:
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლის ღია მოედნის რეაბილიტაცია;
- ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის ღია მოედნის რეაბილიტაცია;
- ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ღია მოედნის მოწყობა.
სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 321 197 ლარს.
იხილეთ გალერეა