სოფელ დაგვას საჯარო სკოლის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
15 თებერვალი, 2021
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ დაგვას საჯარო სკოლის პირველი ეტაპის დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
დაგვას სკოლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2020 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სკოლის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობს. ასევე, შენობის პირველ სართულზე მოეწყო სველი წერტილები.
2021 წელს განხორციელდება რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ითვალისწინებს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მათ შორის კეთილმოეწყობა საკლასო ოთახები.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელდება 13 სკოლის/სპორტდარბაზის მშენებლობა და 40-ზე მეტი სკოლის სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო
იხილეთ გალერეა