საგნობრივი ოლიმპიადა
18 თებერვალი, 2021
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამას "კონკურსები და ოლიმპიადები" რომლის ფარგლებში დაგეგმილია საგნობრივი ოლიმპიადის ჩატარება.
საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის შემდეგ საგნებსა და კლასებში:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა - VII; VIII; IX კლასები;
ბ) ინგლისური ენა - VII; VIII; IX კლასები;
გ) მათემატიკა - VII; VIII; IX კლასები;
დ) ფიზიკა - IX კლასი;
ე) ქიმია - IX კლასი;
ვ) ბიოლოგია - IX კლასი.
რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის საგნობრივი ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება რუსულ ენაზე. ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად წერილობითი ფორმით.
საგნობრივი ოლიმპიადის ჩატარება დაგეგმილია 2021 წლის მარტი - ივნისის ჩათვლით. ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 19 თებერვლიდან 01 მარტის ჩათვლით პერიოდი. კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობისათვის მოსწავლეების რეგისტრაციას, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად უზრუნველყოფს შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
იხილეთ გალერეა