ესეების კონკურსი
19 თებერვალი, 2021
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ქვეპროგრამას "კონკურსები და ოლიმპიადები" რომლის ფარგლებში დაგეგმილია ესეების კონკურსის ჩატარება.
"ესეების კონკურსი" ჩატარდება ინგლისურ ენაზე. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეები.
ესეების კონკურსის ჩატარება დაგეგმილია 2021 წლის მარტი - ივნისის ჩათვლით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 16 თებერვლის N01-11/41 ბრძანების თანახმად,
ესეების კონკურსში მოსწავლეთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 19 თებერვლიდან 01 მარტის ჩათვლით პერიოდი. კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობისათვის მოსწავლეების რეგისტრაციას, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად უზრუნველყოფს შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
საჯარო სკოლებს სასკოლო კლუბების ინიციატივების წარმოდგენა შეუძლიათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში 2020 წლის 15 თებერვლიდან 22 მარტის ჩათვლით.
დებულება
იხილეთ გალერეა