აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

ვინ დაბეჭდა პირველი კონსტიტუცია? (სამი ხვინგია)

01 მარტი, 2021

ასი წელი გავიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის არსებობის მანძილზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ყველაზე მნიშნელოვანი და საამაყო დოკუმენტის,- საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან. ბათუმელებს კიდევ ის ეამაყებათ  დამატებით რომ სწორედ აქ დაიბეჭდა ეს დიდებული კანონი, აქ და აქაურების, ბათუმელების სტამბაშიინტერნეტ გვერდებზე ხშირად  და კატეგორიულად  იწერება რომ ხვინგიას, ნესტორ ხვინგიას სტამბაში აიწყო და დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია. დიახ, აშკარად ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა ესსამოქალაქო ბიბლია“, თუ ცოტათი პოპმეზური და გადაჭარბებული არ მოგეჩვენებათ ასეთი დეფინიცია, მაგრამ იმაში კი დამეთანხმებით რომ არათუ ასი წლის წინ, ახლაც კი ვებერთელა  მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციას, ლამის სულიერ სფეროსაც მოიცავს უკვე ჩვენი ცხოვრების. დიახ, სულიერსაც განსაზღვრავს და მატერიალურსაც. ჩვენს ყოფას განსაზღვრავს და ალბათ ამიტიმაცაა რომ ქვეცნობიერად და ცნობიერადაც უკვე თითოეულ ადამიანზე მტკივნეულად მოქმედებს მასში  ასე ხელაღებით ხელების ფათური, ყველა მმართველი ლამის საკუთარ თარგზე მოჭრას რომ ლამობდა, ლამობს და არც მომავალში ვართ დაზღვეული მასზე ძალადობისაგან მაგრამ ეს მართლაც სხვა თემაა ახლა კი მინდა ისევ ხვინგიას სტამბას, ხვინგიებს დავუბრუნდეთ.

მოკლედ რომ გადმოვცეთსაქმის არსი ისაა რომ  მაშინ სამი ხვინგია მოღვაწეობდა  ბათუმში სასტამბო საქმეში და ასე ხელაღებით იმის თქმა რომ კონსტიტუცია ნესტორ ხვინგიამ დაბეჭდა შეიძლება უპატივცემულობა იყოს დანარჩენთა მიმართ. შევეცდებით არქივსა და ინტერნეტში განთავსებული მასალების ფონზე გავარკვიოთ ვითარება და დანარჩენს თვითონ მკითხველი დაასკვნის, მითუმეტეს რომ საარქივო მასალებს  აქვე გამოვამზეურებთ.

 დავიწყოთ ინრტერნეტ ინფორმაციით ხვინგიებზე.

გაზეთი ბათუმელები:

1/. იმ დროისთვის ბათუმში ათამდე სტამბა ყოფილა. კონსტიტუციის დასაბეჭდად მაშინდელ მთავრობას ნესტორ ხვინგიას სტამბა შეურჩევია, რომელიც დღევანდელი კოსტავას 13 ნომერში მდებარეობდა. „ცნობილია, რომ ხვინგია დაახლოვებული იყო „სოციალ-დემოკრატებთან“, კონკრეტულად კი ისიდორე რამიშვილთან, კარლო ჩხეიძესთან. რომელიმე პარტიის წევრი ოფიციალურად არ ყოფილა. ცნობილია, რომ კონსტიტუცია ხვინგიამ უფასოდ დაბეჭდა დაახლოებით 100 ცალი,“ – გვიყვება ისტორიკოსი, პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი.“ (https://batumelebi.netgazeti.ge/news/36565/)

2/.ზაქარია ჭიჭინაძე  თავის წიგნში ნიკოლოზ ბესარიონის-ძე ღოღობერიძე და ქართული სტამბა 1627-1916“ , ახსენებს მხოლოდ ნიკო იაკობის ძე ხვინგიას:

ნიკო იაკობის ძე ხვინგია.

ბათუმის მესტამბე. განუსაზღვრელის სიყვარულით აღგზნებული სასტამბო საქმეთა განვითარების ასპარესზე, ამან მისცა დიდი საფუძველი და დახმარება, რომ სპირდონ ჭელიძემ ბათუმში გაბედა და დღიური ქართული გაზეთის გამოცემა დაიწყო. ნიკო ხშირად სწერდა ამ გაზეთში ცოცხალ წერილებს. ნიკოვე დიდი თანამგრძნობი იყო.(ნიკოლოზ ბესარიონის-ძე ღოღობერიძე და ქართული სტამბა 1627-1916“ თბილისი 1916 .)

ამ წინგშივეა ასეთი მონაცემი:  ნიკო ხვინგიას და ვახტანგ ჩანტლაძეს სტამბა. გახსნეს ბათუმში 1910 წ. სხვისაგან იყიდეს, ორივ ამხანაგები სტამბის ხელოსნები არიან. ქართული წიგნები და გაზეთების გამოცემის საქმე ხელს უწყობენ დიდად. სამწუხაროდ ვახტანგ ჩანტლაძე 1913 წ. მოკლა მესტამბე მახარაძემ. დღეს მარტოდ ამ სტამბას ნიკო ხვინგია აწარმოებს.

მასვე ეკუთვნის ნიკოზე ბიოგრაფიული ცნობებინიკო ხვინგია ხონელი გახლავსთ, იგი დაიბადა 1887 წ. სწავლა მიიღო იმავ ქალაქის ორ კლასიან სასწავლებელში. მერე იქვე, მაჭარაძეს მიერ გახსნილ პატარა სტამბაში შევიდა მოწაფედ და სასტამბო ხელოსნობა შეისწავლა.

 ახლა რაც შეეხება საარქივო მასალებს.

ნიკოლოზ ხვინგიას მიერ 1906 წლის 10 ნოემბერს საკუთარი ხელით დაწერილი განცხადებიდან ირკვევა რომ ის ბათუმში ჩამოსულა 1905 წელს და ქალაქის გამგეობას სთხოვდა შეეყვანათ ამომრჩეველთა სიაში. (ი.6. ანაწ.1 საქ 559, ფ 164).


































დოკუმენტებზე დაფიქსირებული მითითებებით, თითქმის ეჭვშეუტანლად შეგვიძლია ვთქვათ რომ:

1/.  კოსტავას 12 ნომერში (ოგლობჟიოს 12) მდებარეობდა ი. ხვინგიას სტამბა.






2/. ბათუმის გამგეობამ 1921 წელს მესტამბე  ნ.ხვინგიას შეუკვეთა სხვადასხვა მასალის დაბეჭდვა (კონსტიტუციის შეკვეთის ოქმი ვერ ვნახეთ სამწუხაროდ, შეიძლება თავის დროზე საბჭოთა უშიშროებამ ამოიღო.), თუმცა  არ ჩანს საუბარი ნესტორზეა თუ ნიკოზე.

3/. ხვინგია და კომპანიას ტიპოგრაფია ასევე მდებარეობდა ოგლობჟიოს 36 (კოსტავას 36) 1913 წელს.)  (გაზეთი ბათუმის დღე N 88).

4/ 1911 წელს  მარინის 6 ში მდებარეობდა ასევე ჩანტლაძე და ნ. ხვინგიას  ტიპოგრაფია. (ი.30. ანაწ.1 საქ 13, ფ 25,150)

5/. 1918 წელი ნ.ი.ხვინგიას ტიპოგრაფია ასევე იხსენიება თბილისის ქუჩა N 7  -ში (დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩა)

6/. 1919 ხვინგიას ტიპოგრაფია ასევე იხსენიება მარინის N 34 -  ში  (ფონდი ი.27. ანაწ.1 საქ 50, ფ 6)

 შეკვეთა ხვინგიას

 1921 წლის 1 თებერვლას მესტამბე  ნ ხვინგიას ქალაქის გამგეობამ გადაუხადა 19 000  მანეთი ქალაქის ტრანსპორტისათვის წიგნების (ალბათ საუბარია ბილეთებზე?) დასაბეჭდად და 87 500 მანეთი „ალფავიტის წიგნებისათვის“, ხოლო 28 თებერვალს  210 „კვიტანციის“ წიგნებისათვის 252 000 მანეთი, ოქმების ბლანკებისა და გადასახადის ფურცლებისთვის კი 33 300 მანეთი. საინტერესოა რომ ლამის ნახევარი საქართველო ოკუპირებულია იყო უკვე  მაგ დროისთვის.

პოლიგრაფიული განყოფილების თანამშრომლების სიას

1921 წლის დოკუმენტში სადაც ჩამოთვლილია ტიპოგრაფიის მფლობელები ნახსენებია ნიკოლოზ იაკობის ძე ხვინგია.(ფონდი რ.8. ანაწ.1 საქ 44, ფ 30)


 1922 წელს ბათუმის პოლიგრაფიული განყოფილების თანამშრომლების სიაში მე 11 ნომრად წერია ხვინგია ვლადიმირი  (завтип) 25 წლის, რომელიც ცხოვრობდა ახმედ მელაშვილის (სვიატოპოლკ მირსკის) 27 ნომერში და ხვინგია ნიკოლოზი 38 წლის,  ასევე (завтип), და ასევე მელაშვილის (სვიატოპოლკ მირსკის) 27 ნომერში მცხოვრები, როგორც ჩანს არიან ძმები.

იმავე წლის მეორე დოკუმენტში ნაჩვენებია რომ ხვინგია ნ. იყო ასოთამწყობი, ხოლო ხვინგია ვ. მბეჭდავი (ფონდი რ.8. ანაწ.1 საქ 51, ფ 85). საინტერესოა რომ მანამდე აგვისტოს დოკუმენტში ხვინგია ვლადიმირი კომენდანტად იხსენიეაბა (ფონდი რ.8. ანაწ.1 საქ 51, ფ 87) 

1924 წლის დოკუმენტში აღნიშნულია რომ ნიკოლოზ ხვინგია არ ექვემდებარებოდა სამხედრიო აღრიცხვას.(ფონდი რ.9. ანაწ.2 საქ 19, ფ 13)

1926 წლის ორ სხვადასხვა დოკუმენტში იხსენიება ორი ხვინგია, მე 12 ნომრად ნიკოლოზ იაკობის ძე ხვინგია, და 30-ე  ნომრად ნესტორ იაკობის ძე ხვინგია (ასოთამწყობი) (ფონდი რ.183. ანაწ.1 საქ 1, ფ 198 ა,ბ)


ნესტორი და ნიკოლოზი ასევე ნახსენები არიან 1926 წლის მეორე დოკუმენტში (ფონდი რ.183. ანაწ.1 საქ 1, ფ 37) და 1925 წლის დოკუმენტში (ფონდი რ.183. ანაწ.1 საქ 2, ფ 38).

ამრიგად, როგორც საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა 1921-1926 წლებში ტიპოგრაფიულ საქმეში ჩანს  სამი ხვინგია: ნიკოლოზ იაკობის ძე, ტიპოგრაფიის მფლობელი (1921 წელი), მოგვიანები ხელმძღვანელი (1922წელი) და შემდეგ როგორც ასოთამწყობი; ვლადიმერ ხვინგია, როგორც ხელმძღვანელი, მოგვიანებით კომნენდანტი და   შემდეგ მბეჭდავი; ნესტორ იაკობის ძე ხვინგია, როგორც ასოთამწყობი.1926 წლის დოკუმენტში ნიკოლოზ ხვინგია მოიხსენიება როგორც ტიპოგრაფიული გამოცემლობის ტექნიკური ხელმძღვანელი  (ფონდი რ.183. ანაწ.1 საქ 1, ფ 198.)


გარდა ამისა  რამდენჯერმე  იხსენიება ნ.ხვინგია მაგრამ ძნელია განსაზღვრო  ინიციალში ნიკოლოზი იგულისხმება თუ ნესტორი. იმედი გვაქვს დაინტერესებულ მკვლევარებს გამოადგებათ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები და უფრო მეტ ნათელს მოჰფენენ ამ მეტად საინტერესო ამბავს.

როგორც გითხარით მკითხველისთვის მიგვინდვია დაასკვნას კონკრეტულად რომელმა ხვინგიამ ააწყო და დაბეჭდა მაშინ საქართველოს კონსტიტუცია, .თუმცა სამივე ძმას რომ მიუძღვის გარკვეული წვლილი ჩვენი საამაყო კანონის დაბეჭდვაში აშკარაა.

დოკუმენტების სანახავად დააჭირეთ ბმულს


სტატია მოამზადა საარქივო სამმართველოს

უფროსმა სპეციალისტმა ფრიდონ ქარდავამ;

დოკუმენტების მოძიებაზე და ურთიერთშედარებაზე მუშაობდნენ

უფროსი სპეციალისტები, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

(+995) 577 261437 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები