აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კურორტ გოდერძიზე საბაგიროები გაიხსნა

08 მარტი, 2021

დღეიდან, კურორტზე "გოდერძი" სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით შეუძლიათ ისარგებლონ. რეგულაციების მიხედვით, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კურორტზე ბაბლისა და გონდოლას ტიპის საბაგიროები ფუნქციონირებს.

რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებმა კურორტზე ფუნქციონირება 25 თებერვლიდან განაახლეს. დღეის მონაცემებით, კურორტ გოდერძიზე 3 სასტუმრო და რამდენიმე კოტეჯი ღებულობს სტუმრებს. მათ შორისაა ახლადგახსნილი სასტუმრო "ამბასადორი გოდერძი", რომელშიც  რესტორანი, ღამის კლუბი და აუზი ფუნქციონირებს. სტუმრებს ღებულობს, სოფელ დანისპარაულში კურორტიდან 3 კმ-ში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებიც.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები