აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

კაცს ადევნებული მადლი (აკაკი ხოშტარია)

09 მარტი, 2021

ხოშტარიას გაგონებაზე საქართველოში, რა თქმა უნდა პირველად აკაკი გაგვახსენდება ხოლმე, მერე მწერალთა სახლი მაჩაბლის 13 ში. ტყუილადაც არა, სარაჯიშვილიდან შეძენილი ეს სასახლე შემდეგ რომ საქართველოს დაუტოვა  მეცენატმა და  მწერალათა სავანე გახდა, მართლაც რომ დიდ როლს თამაშობდა და თამაშობს ქართული ლიტერატურის  ისტორიაში, თავიდან იქ გამეფებული თავისუფალი სულით, მერე  კიდევ იქ დამკვიდრებული სადამსჯელო ჯალათური მანქანით, დიდებულ პაოლოს ზედ კიბეებზე რომ მოაკვლევინა თავი სანადირო თოფით და საბედნიეროდ დღეს უკვე  მართლაც შემოქმედებით ბუდედ ქცეული თავისი  კარგი წამოწყებებითა და მშვენიერი პრეზენტაციებით თუმცა ეს კიდევ სხვა თემაა. აკაკიმ კი გარდა ამისა დიდებული ღვაწლი გაიღო საქართველოსთვის კიდევ. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა, 1920 წელს კი მარტო ის რად ღირს ოთხი სამხედრო გემი რომ გადასაცა დემოკრატიულ საქართველოს. როგორც გვახსოვს საბჭოთა ოკუპაციას ირანში გაასწრო. გარდა  ნავთობის ბიზნესისა  ირანთან სხვა საქმეებითაც იყო დაკავშირებული. ხოშტარიას ბანკი ჰქონდა, ძირითად თურქულ-სპარსული. მეუღლე 1924 წელს იქვე მიაბარა მიწას და როგორც ქართული ვიკიპედია გვეუბნება „მინადორა ხოშტარია (1881—1924) დაკრძალულია თეირანის დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე. მისი აკლდამა, რომელიც აკაკი ხოშტარიამ ააგებინა, ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ტერიტორიაზე'"      . თითქოს ვის უნდა გახსენებოდა საბჭოთა დროს  ირანს გადახვეწილი კაცი მაგრამ არ იყო ასე მარტივად საღმრთო საქმე, მადლი ხომ საღმრთო საქმეა და ამიტომაცაა სიმბოლური რომ სწორედ ღვთისმსახურებს არ დაავიწყდათ აკაკი.  ბათუმელ მღვდელს  ჩხიკვაძეს არ დავიწყნია ის  1925 წელს. ბათუმის მთავარანგელოზის სახელობის ქართულ ეკლესიაში, აბაშიძის 2 ნომერში რომ იდგა და  ამ ამბავიდან ცოტა ხანში აღგავეს კიდევაც მიწისაგან პირისა საბჭოთა ჯალათებმა მაგრამ მაშინ ჯერაც მედგრად აღმართულიყო, როგორც იტყვიან თვითონაც მძიმე დღეში ჩავარდნილმა მაინც დააწია მადლი საზღვარგარეთ გადახვეწილ პატრიოტ ქართველ მოღვაწეს. ამიტომაც გაგვიხარდა ამ  ფოლიანტის ნახვა აჭარის არქივში.  თვითონ  დოკუმენტსაც წარმოგიდგენთ და  ნაბეჭდი სახითაც  მოვიყვანთ რადგან საკმაოდ ძნელად იკითხება უკვე. დოკუმენტი წარმოადგენს მიხეილ მთავარანგელოზის სამრევლო საბჭოს კრების ოქმს. საიდანაც ირკვევა რომ მღვდელ ჩხიკვაძის წინადადებით აკაკი ხოშტარია და უკვე გარდაცვლილი მისი მეუღლე, მინადორა ეგნატეს ასული ხოშტარია  ამ ეკლესიის საზოგადოების მუდმივ საპატიო წევრებად ჩარიცხეს.

შეიძლება ცოტაზე მეტად სენტიმენტალური მოგეჩვენოთ მაგრამ მე პირადად ძალიან გამითბა გული ამ ოქმის კითხვისას; ღმერთო გაანათლე ამ კარგი ადამიანების სული...


სტატია მოამზადა საარქივო სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმაფრიდონ ქარდავამ;

დოკუმენტები მოიძიეს და მოამზადეს უფროსმა სპეციალისტებმა, ნინო გოგიტიძემ და მზია სურმანიძემ




იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

(+995) 577 261437 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები