აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა „ITB Berlin“- ის ონლაინ გამოფენაზეა წარმოდგენილი

10 მარტი, 2021

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში  ონლაინ მონაწილეობს. რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს დეპარტამენტის წარმომადგენლები „ITB Berlin“-ზე ბიზნეს პარტნიორებსა და მედიის წარმომადგენლებს ონლაინ შეხევდრებისას აცნობენ. გამოფენაზე საქართველოს, დეპარტამენტთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული კომპანიები წარმოადგენენ. მსოფლიოში უმსხვილესი საქმიანი ტურიზმის გამოფენის ძირითადი პარტნიორი წელს საქართველოა, 2023 წელს კი ის  გამოფენის მასპინძელი იქნება.

მსოფლიოში პანდემიის დაწყებამდე აჭარისა და ზოგადად, ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის განმავლობაში მსოფლიოს 20-ზე მეტ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე უწევდა პოპულარიზაციას. რაც შეეხება მიმდინარე წელს, დეპარტამენტი რეგიონის წარდგენას 6 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გეგმავს. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები