აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შეხვედრა სოფელ ბუკნარის მოსახლეობასთან

11 მარტი, 2021

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი სურმანიძემ მოსახლეობისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სამინისტრო მიმდინარე წელს ახორციელებს. შეხვედრისას ასევე გიორგი სურმანიძემ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო ხედვებზე გაამახვილა ყურადრება და მუნიციპალიტეტში არსებულ მთავარ გამოწვევებზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით მოსახლეობას და უშუალოდ მათგან ვიღებთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა და ბიუჯეტის ფორმირება", - განაცხადა მინისტრმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55