აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

მთიანაჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება იგეგმება

16 მარტი, 2021

მთიანაჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის მთავარი პრიორიტეტია.  დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარის ტურისტულ მარშრუტებზე წელს, ახალი საპიკნიკე ზონებისა და ტურისტული თავშესაფრის მოწყობას გეგმავს. მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია და ზაფხულისთვის რეგიონს ახალი ტურისტული ადგილები შეემატება.

ზემოაჭარაში ევროპული დონის ველოინფრასტრუქტურისა და ხიხანზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა იმ მიმდინარე პროექტებს შორისაა, რომელზეც სააგენტო მუშაობას აქტიურად აგრძელებს. შედეგად, წელს ველომოყვარულებსა და პროფესიონალ ველომბრბოლელებს რეგიონში ახალი ველობილიკით სარგებლობისა და ულამაზეს ბუნებაში გასეირნების საშუალება მიეცემათ.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარაში მთების, ტყეებისა და ტურისტულად საინტერესო სოფლების პოტენციალის კვლევასაც გეგმავს, რაც სამომავლოდ ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა.  უკვე იდენტიფიცირებულ ახალ ტურისტულ მიმართულებებზე კი ბილიკების გაჭრა და ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება იგეგმება.

ცნობისთვის, გასულ წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ მთიანაჭარაში სამი ახალი ტურისტული ბილიკის მარკირება, საპიკნიკე ზონებისა და უჩხოს ხეობაში კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყო. გარდა ამისა, გასულ წელსვე სამთო ველობილიკის, ხიხანზე ასასვლელი ბილიკისა და ჩირუხის ხეობაში ახალი ტურისტული პროდუქტის საპროექტო სამუშაოები განახორციელა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები