აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სამუშაო შეხვედრა

04 მარტი, 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
აღნიშნულ შეხვედრას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე ესწრებოდა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრისას, საუბარი შეეხო ისეთ მთავარ საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, საჭიროა უფრო გაბედული და ეფექტიანი ნაბიჯები ეკონომიკის აღდგენისთვის. 
,,მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი საპრივატიზებო პოლიტიკის ეფექტურობა, მომიჯნავე დარგების გაძლიერება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კერძო სექტორთან ერთად უნდა შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა. აჭარას და ბათუმს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ აღვადგინოთ ეკონომიკა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები