აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კულინარიული მასტერკლასები, საკომუნიკაციო ინგლისური და სერვისის გაუმჯობესება - მთიანაჭარაში ტრენინგები იგეგმება

19 მარტი, 2021

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მთიანაჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის ტრენინგებს გეგმავს. სატრენინგო პროგრამა, რომელზეც დეპარტამენტი მუშაობს საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის არსებულ პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღებას, არსებული სერვისების გაუმჯობესებას, ტურისტული პროდუქტების რეკლამასა და ონლაინსივრცეში ეფექტურად წარმოდგენის სწავლებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, იგეგმება საკომუნიკაციო ინგლისური ენის მოკლე კურსის გაგრძელება საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის. მოკლევადიანი კურსი ტურისტული სერვისების შეთავაზებას, გაყიდვას, მომსახურებას და სხვა იმ მნიშვნელოვან თემებს მოიცავს, რომელიც ტურისტულ ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს ტურისტებთან კომუნიკაციას გაუმარტივებს.  აღნიშნული კურსის წინა ეტაპები კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულში მდებარე სასტუმროების, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს.

მთიანაჭარაში ადგილობრივი კერძების წარმოჩენისა და კულინარიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება კულინარიული მასტერკლასები მზარეულებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. მასტერკლასებზე მონაწილეები შეისწავლიან თუ როგორ წარმოაჩინონ აჭარული კერძები ტურისტებთან, როგორ დაგეგმონ, შეადგინონ მენიუ და რა სანიტარულ-უსაფრთხოების ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს კვების ობიექტები.  

დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე, სემინარებსა თუ მასტერკლასებზე დარეგისტრირება მსურველებს ონლაინ ახალ, ვებ-პლატფორმაზე შეეძლებათ, სადაც ტრენინგების განრიგთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები