საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ბენეფიციარი
16 მარტი, 2021
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, აგროსერვის ცენტრის დირექტრთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბენეფიციარს, ინდირა ჯაფარიძის მარანს ეწვია და საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.
სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსება მიიღო 80220 ლარი. საგრანტო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარმა ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე დანადგარები და ინვენტარი შეიძინა.
აღნიშნული პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისთვის ხელის შეწყობა.
მეწარმე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაასაქმებს 10 ადამიანს.
იხილეთ გალერეა