აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლად მეწარმეობის განვითარების პრეზენტაცია

17 მარტი, 2021

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის ხეობის მოსახლეობასთან ,, სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” საგრანტო პროგრამის გაცნობის მიზნით საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე ესწრებოდნენ.

პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისთვის ხელის შეწყობა. აგროსერვის ცენტრი ბენეფიციარებს, მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70 % -ს უფინანსებს.

„სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამის პრიორიტეტები: ინოვაციური პროექტები, ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტები, ქალბატონების მიერ წარმოდგენილი პროექტები, სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილებიბს ღონისძიებების ხელშეწყობით გათვალისწინებული პროექტები. ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენების პროექტები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55