აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა გრძელდება

19 მარტი, 2021

წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო მიწა უსასყიდლოდ დამუშავდება.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს გასულ წელს განხორციელებულ და 2021 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებ.

გრძელდება სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა. პროგრამა აპრილის თვიდან დაიწყება და 2100 ჰა ფართობი დამუშავდება. აღსანიშნავია, რომ პირველად, კოვიდ პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, განხორციელდა უსასყიდლოდ მიწის დამუშავების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათწლეულების განმავლობაში დაუმუშავებელი მიწების დახვნა განხორციელდა.

„სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება 15 პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება - შენახვა - რეალიზაციის მიმართულებით. 2020 წელს, ამავე პროექტით დაფინანსდა 18 პროექტი და დასაქმდა 100 მდე ადამიანი. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტყის მდგრადი მართვის ღონისძიებებზე. ტყეების მდგრადი მართვის მიზნით გატარდება ზომები სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55