აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

ლიეტუვა- ისტორიული მახსოვრობა

24 მარტი, 2021

ყველას გეხსომებათ, რა აურზაური ატყდა, როცა საქართველომ ლიტვას  ლიეტუვა უწოდა, ფორმალობად და უსაქმური საქმის კეთებად ჩათვალა ზოგმა. ეტყობა, იმიტომ რომ, სახელმწიფოებრიობის უფრო ადრე დაკარგვის გამო, ვერ გავიაზრეთ, რომ ეს უაზრო ფორმალობა კი არა, ეროვნული ღირსების, ატრიბუტიკისადმი  ამაო გამოკიდება კი არა, ნამდვილად, ისტორიული მახსოვრობის  პატივისცემაა;  ორ ასოზე არაა საქმე, საქმე საკუთარი  სახელმწიფოს სიყვარულსა და დამოუკიდებლობისათვის, ნამდვილი თავისუფლებისათვის ბრძოლის, შეიძლება დამღლელი, მაგრამ აუცილებელი პირობაა.  ამიტომაც არაა ამაო, როცა საქართველოც ითხოვს, რომ მას სხვა სახელმწიფოები უწოდებდნენ საქართველოს და არა  გრუზიას.

ამიტომაც გთავაზობთ ამ თითქოსდა ერთი შეხედვით „პატარა“ საარქივო დოკუმენტს, რომელზეც ასახულია  ასი წლის წინანდელი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ადრე, სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენნაირ ბედში  მყოფი და ამჯერად, ალბათ საბოლოოდ, განთავისუფლებული ქვეყნის სახელი ისტორიული სახითაა მოცემული. გარდა იმისა, რომ ისტორიული მნიშვნელობის ინფორმაციაა, ბათუმში ლიეტუვას კონსულზე და თბილისში ლიეტუვას საელჩოზე, ჩვენ, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მაინც ბლანკზე აღნიშნულმა, სახელმწიფოს სახელმა დაგვაინტერესა.



მახსოვს, საბჭოთა ოკუპაციის მიწურვილს, როდესაც დამოუკიდებლობისათვის  ბრძოლები გამძაფრდა, განსაკუთრებით ბალტიისპირეთსა და კავკასიაში, რუსეთის პირველი არხიდან ასეთი ანეკდოტი გავრცელდა, სხვა მრავალთან ერთად:

 პატრონი ეძახის ძაღლს:

- „შარიკ, შარიკ!“

 სრული სიჩუმე, პატრონი ახლა ასე ეძახის ძაღლს:

- „ შარიკას, შარიკას!“

 და ძაღლი მოვარდება:

- „ ავ, ავ!“

ყველა ფრონტიდან გვიტევდა იმპერია. არ იყო უმნიშვნელო ეს ორი ასო, ასე რომ ყოფილიყო არ გაირჯებოდნენ მისი დისკრიმინაციის მცდელობით ამხელა საოკუპაციო მანქანის იდეოლოგიური ფრონტის მამამთავრები.

ასე რომ, ბატონებო, სახელ „ლიეტუვას“ დამკვიდრება,  ფორმალური ჟინიანობა კი არ იყო უბრალოდ, არამედ- ისტორიული სამართლიანობა აღსდგა.



ტატია მოამზადა საარქივო სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ფრიდონ ქარდავამ;

დოკუმენტი მოიძიეს უფროსმა სპეციალისტებმა, ნინო გოგიტიძემ და მზია სურმანიძემ



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

(+995) 422 22 48 15 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები