ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზებზე განვითარებული მეწყრული პროცესები
24 მარტი, 2021
ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო გზებზე განვითარდა მეწყრული პროცესები.
დილიდან მობილიზებული აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 35 ერთეული ტექნიკა ყველა მიმართულებით ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს.
ამ დროისათვის მეწყრული პროცესის მოცულობიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე მიმართულებით ნაწილობრივ შეზღუდულია, ხოლო სრულად შეზღუდულია ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას, შუახევის მუნიციპალიტეტში ცხემლისი-დარგულასა და ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების საავტომობილო გზებზე გადაადგილება.
ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემოვლითი გზებით.
დღის ბოლომდე ძირითად მიმართულებებზე აღდგება საავტომობილო მოძრაობა.
იხილეთ გალერეა