ელჩების ვიზიტი აჭარაში
24 მარტი, 2021
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენი და ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდის ერთობლივი ვიზიტით ბათუმში იმყოფებიან.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ელჩებს სამინისტროში უმასპინძლეს.
ელჩების ვიზიტის ფარგლებში შეხვედრაზე განიხილეს ის ერთობლივი პროექტები, რომელიც უკვე მიმდინარეობს აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით.
ასევე, განიხილეს ნორვეგიას, ესტონეთსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან მიმდინარე და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში ელჩები მოინახულებენ საჯარო სკოლებს, ასევე გამართავენ შეხვედრებს პედაგოგებთან, ახალგაზრდებთან, ბათუმის უნივერსიტეტში იგეგმება მემორანდუმის გაფორმება. ასევე, გაეცნობიან გაეროს ბავშვთა ფონდის მიმდინარე პროექტებს აჭარის რეგიონში.
იხილეთ გალერეა