აჭარაში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მოძრაობაზე შეზღუდვა ეტაპობრივად იხსნება
24 მარტი, 2021
აჭარაში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მოძრაობაზე შეზღუდვა ეტაპობრივად იხსნება.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესებისგან საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
ძირითად მიმართულებებზე უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა, დარჩენილ მონაკვეთებზე კი სამუშაო პროცესი გრძელდება.
ინტენსიური მუშაობის შედეგად ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას საავტომობილო გზა ცალმხრივად გაიხსნა, რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტის ცხემლისი-დარგულას, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების და ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების საავტომობილო გზებზე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.
იხილეთ გალერეა