მინისტრის მოადგილე აჭარის საარქივო სამმართველოში იმყოფებოდა
25 მარტი, 2021
დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბადრი ნაკაშიძე აჭარის საარქივო სამმართველოში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო საარქივო სამმართველოში პანდემიის პირობებში მიმდინარე საქმიანობასა და შეზღუდვების მოხსნის შემდგომ გეგმებს.
აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსმა მაკა ივანიშვილმა თავიანთი საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ მინისტრის მოადგილეს თავისი მოსაზრებები გაუზიარა.აღინიშნა, რომ საარქივო სპეციფიკიდან გამომდინარე ლოქდაუნის პერიოდშიც არ შეჩერებულა მუშაობა, მაქსიმალური შეზღუდვით მუშაობდა რამოდენიმე საცავის მცველი. შესრულდა დოკუმენტების დიგიტალიზაციის ყოველწლიური გეგმა - 23000000 ფაილი წლიურად.
მუშაობდნენ რაიონული არქივებიც და მათთან არსებული დიგიტალიზაციის სამსახურის თანამშრომლებიც.
საარქივო სამმართველოში დაცულია ყველა რეგულაცია Covid- 19 -თან დაკავშირებით; ორ კვირაში ერთხელ მიმდინარეობს თანამშრომელთა ტესტირება
იხილეთ გალერეა