აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ელჩები დირექტორებს შეხვდნენ

25 მარტი, 2021

აჭარის რეგიონში ელჩების სამდღიანი  ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გრძელდება. დღეს, ვიზიტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი უნარებისა და ცოდნის განვითარების ხელშეწყობის პროექტში (Bees Project) მონაწილე აჭარის 30 სკოლის წარმომადგენლებთან და აჭარის რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან  შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ესტონის ელჩი საქართველოში, რიინა კალიურანდი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე დაესწრნენ. 
შეხვედრაზე მინისტრმა ელჩებს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში რეგიონისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.
სასწავლო გეგმის განხორციელების მოდელის საფუძველზე, რომელიც შემუშავდა UNICEF -  ესტონეთი  - საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში,  სამინისტრომ დაიწყო ახალი სკოლის მოდელის დანერგვა, რომლის მიზანია 2024 წლისთვის საქართველოს ყველა საჯარო სკოლის დაფარვა.
ესტონეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს და აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია აჭარის რეგიონში და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ  საგანმანათლებლო თანამშრომლობის მესამე ეტაპის ფარგლებში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტი, რაც 30 სკოლას მოიცავს.
ახალი სკოლის მოდელი ითვალისწინებს გაიდლაინებს,  ტრეინინგისა და ქოუჩინგის მოდულებს, შეფასების ინსტრუმენტებს და ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებსს მოსწავლეებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები