აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ხულოში ხის საამქროს ,,ტექნოჯორჯიას’’ მუშაობას გაეცნო

24 მარტი, 2021

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბენეფიციარს ეწვია და ხის საამქროს ,,ტექნოჯორჯიას’’ მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საგრანტო პროგრამის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსება 100 000 ლარია. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70 % საწარმოში დასაქმებულია 40 ადგილობრივი მკვიდრი.

აღნიშნული პროგრამა 2021 წელსაც გაგრძელდება, რომლის ფარგლებში დაფინანსდება 15 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55