აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს შუახევის ლაბორატორია

25 მარტი, 2021

გიორგი სურმანიძე - ლაბორატორიის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, წაბლის კიბოს საწინააღმდეგო ჰიპოვირულენტური სოკოს გამოყვანა, რომელსაც ასახლებენ დაავადებული წაბლის ქერქის ქვეშ, ეს ძალზე ეფექტურია მავნე მწერების გასანადგურებლად.

დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ლაბორატორიაში ტყის სანიტარულ მდგომარეობას და სატაქსაციო მაჩვენებელებს გაეცნო.

აღსანიშნავია აგრეთვე, ,,ნაძვის დიდი ლაფანჭამიას“ და სხავა ქერქიჭამიების საწინააღმდეგო ბუნებრივი მტრების: ფორმიკარუსის და რიზუფაგუსის გამოყვანა. ლაბორატორიაში მიმდინარეობს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა, ცოცხალი და არაცოცხალი ორგანიზმების პათოლოგიური კვლევები, სასარგებლო ენტომოფაგი მწერების გამოყვანა და ბუნებაში ჩასახლება მავნე მწერების განადგურების მიზნით.

ამავე ლაბორატორიაშია აღმოჩენილი სრულიად ახალი, საშიში საკარანტინო მავნებელი, როგორიცაა, წაბლის ნაღმისებური ჩრჩილი და ბზის ალურა, რომლებიც დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა. ასევე აღმოჩენილი და შესწავლილია მუხის ერთფეროვანი ჩრჩილი, წიფლნარებში მავნებელი ,,მიკოლა ფაგი“, პათოგენი სოკო ბზის სიდამწვრე და სხვა, რომელთა წინააღმდეგ ყოველწლიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ წულაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და სსიპ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55