აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დიდაჭარა-საციხური-გელაურას საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია

25 მარტი, 2021

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. 
მეწყრული პროცესის მოცულობიდან გამომდინარე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების და შუახევის მუნიციპალიტეტში ცხემლისი-დარგულას, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების საავტომობილო გზებზე.
ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემოვლითი გზებით. 
მიმდინარე სამუშაო პროცესები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ მოადგილესთან არჩილ ბერიძესთან, დეპარტამენტის სპეციალისტებთან, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან გორგილაძესთან და მერის პირველ მოადგილესთან როლანდ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები