ხემლისი-დარგულას საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია
27 მარტი, 2021
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, შუახევის მუნიციპალიტეტში ცხემლისი-დარგულას საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, ჭვანა-ცივაძეები-ქარივაძეების საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების საავტომობილო გზაზე სამუშაო პროცესი გრძელდება.
ასევე ხულოსა და შუახევის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
იხილეთ გალერეა