საჯარო სკოლების სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფა
30 მარტი, 2021
2021 წლის 29 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სპორტული ინვენტარის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიზანი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა და საჯარო სკოლების სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფაა. წინადადებების მიღება იწყება 2021 წლის 10 აპრილს და მთავრდება 2021 წლის 12 აპრილს 12 საათზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 67 000 ლარია.
ქვეპროგრამის ფარგლებში ბათუმის,ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 10 საჯარო სკოლა მიიღებს სპორტულ ინვენტარს (მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა და სხვ.) საჭიროების მიხედვით.
ტენდერის პირობების გასაცნობად გადადით ლინკზე: spa.ge
სატენდერო განცხადების ნომერი: NAT210005787
იხილეთ გალერეა