აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

"სტუდენტთა დახმარების" პროგრამის ფარგლებში ყველა სტუდენტი დაფინანსდება

31 მარტი, 2021

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით დაფინანსებას მიიღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2021 წლის 11 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით კონკურსში მონაწილე ყველა ის პირველი კურსის სტუდენტი, რომელთა განცხადებები აკმაყოფილებს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისთვისაც ბიუჯეტი გაიზრდება 1 350 000 ლარამდე.
სამინისტრო ქვეპროგრამის ფარგლებში  აფინანსებს რეგიონში მცხოვრებ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას: 
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები;
  • სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 230-მდე დაფინანსებულ სტუდენტთა რიცხვს დაემატება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამინისტროს მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები.  ჯამში სამინისტრო 650-ზე მეტი სტუდენტის გაზაფხულის სემესტრის სწავლას დააფინანსებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები