აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შუახევის მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

31 მარტი, 2021

გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც განხორციელდება 2021 წელს.

ეს სკოლებია:
  • სსიპ ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლა;
  • სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლა;
  • სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურის საჯარო სკოლა;
  • სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლა;
  • სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანის საჯარო სკოლა.
განხორციელდება სრული და ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შესყიდვის საპროექტო ღირებულება შეადგენს 756 798 ლარს.

შუახევის მუნიციპალიტეტში ასევე, მიმდინარეობს დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა, რომლის დასრულებაც მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.
პროექტის მიხედვით აშენდა სამ სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 240 მოსწავლეზე. 
შენობაში განთავსდება სასწავლო და დამხმარე ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო.  შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მოეწყობა ლიფტი და პანდუსი. სრულად კეთილმოეწყობა ეზო, განთავსდება მოსაცდელი, ღია სპორტული და სათამაშო მოედნები.
შესყიდვის ღირებულება შეადგენს 2 171 873 ლარს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები