ქ. ბათუმის N16 სკოლის ადგილზე ახალი სკოლა აშენდება
05 აპრილი, 2021
ქ. ბათუმის N16 საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით.
სკოლის შენობის მდგომარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ქ. ბათუმის N16 სკოლის ადგილზე აშენდება ახალი სკოლა. აჭარის განათლების, კულტურისა დასპორტის სამინისტრო უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო პროცედურებს.
იხილეთ გალერეა