აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შეხვედრა რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან

06 აპრილი, 2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა და რეგიონის მასშტაბით სკოლებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლებში სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვა. სწორედ ამ მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვასთან დაკავშირებით სამინისტროს მხრიდან, რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ერთდ კვლავ გაგრძელდება სკოლების მონიტორინგი.

გარდა ამისა, ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლებში წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება და სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები