აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

05 აპრილი, 2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის მიზანია:
  • ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
  • ხელოვნების ახალი მიმართულებების, შემოქმედთა ახალი იდეების მხარდაჭერა;
  • აქტუალური საკითხების კულტურისა და ხელოვნების გზით წარმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობა;
  • ხელოვნებისა და კულტურის პროექტების მეშვეობით საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და კულტურის ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობის ახალი შესაძლებლობების შექმნა;
  • ხელოვნებისა და კულტურის სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრირება.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, გარდა სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისა.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ღონისძიება უნდა შეესაბამებოდეს ახალი კორონავირუსის (covid-19)  გავრცელების აღკვეთის მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ რეგულაციებს.
პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.
თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2021 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება 60 000 ლარით; თითოეული პროექტისთვის გაიცემა არაუმეტეს 10 000 ლარისა.

2021 წელს საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით პერიოდში,  18:00 საათამდე.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტს: 
ელ-ფოსტა: freeprojectsajara@gmail.com
ტელ: 422 24 53 82;  591 01 01 19
მისამართი: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები