საჯარო სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
08 აპრილი, 2021
რეგიონის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით, სამინისტროს მხრიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სკოლების მონიტორინგი.
დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სკოლებში არსებულ ვითარებას.
მომატებული ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროს მიერ დაწესებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა.
რეგიონის მასშტაბით ყველა სკოლის პედაგოგსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ სავალდებულო ტესტირება.
ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.
იხილეთ გალერეა