აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გამოცხადდა ელექტრონული ტენდერები ქობულეთის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

16 აპრილი, 2021

გამოცხადდა ელექტრონული ტენდერები ქობულეთის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც განხორციელდება 2021 წელს.
ეს სკოლებია:
სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა (ძირითადი და საბაზო კორპუსები)
სსიპ ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლა
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლა
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურას საჯარო სკოლა
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლა
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლა
განხორციელდება სრული და ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის სახურავის, ფასადის და შიდა კეთიმოწყობის სამუშაოები, ადაპტირება.
შესყიდვის საპროექტო ღირებულება ჯამში შეადგენს 1 152 218 ლარს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ასევე მიმდინარეობს ხუცუბნის სკოლისა და ზენითის სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 3 741 710 ლარს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები