აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

კახა კალაძემ და არჩილ ხაბაძემ შუახევი-ჰესის მშენებლობა მოინახულეს

18 აგვისტო, 2014

დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მშენებარე ,,შუახევი-ჰესზე“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. სტუმრების შეფასებით სამუშაოების მიმდინარეობა ნორმალურია.

2013 წლის 16 სექტემბერს „შუახევიჰესს“ საფუძვლი ჩაეყარა, რითაც დაბა შუახევში საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო. შ.პ.ს ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარის რეგიონში 185 მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს.

პროექტით გათვალისწინებულია სამი ძირითადი გვირაბის მშენებლობა: ჩრუხისწყალი-სხალთა, სხალთა-დიდაჭარა და დიდაჭარა-შუახევი. პროექტი ასევე ითვალისწინებს სხალთისა და დიდაჭარის კაშხლებისა და ასევე მდ. ჩირუხისწყალზე მცირე დამბის მშენებლობას. აჭარისწყლის შენაკადებზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ინდური კომპანია „Tata Power “ (40%), ნორვეგიული კომპანია „Clean Energy Invest“ (40 %) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია „IFC“ (20%) ახორციელებს.

ქვეყნის, რეგიონის მთავრობა დიდი სიმძლავრის ჰესის მშენებლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ეს მომავლის პროექტია, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ამ დროისათვის ჰესზე დასაქმებულია 380 ადგილობრივი მუშახელი, სამუშაოების მატებასთან ერთად გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებულთა რიცხვი. წინასწარი ვარაუდით 2017 წლიდან გამომუშავებული ენერგია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში სრული დატვირთვით ჩაირთვება. აქ გამომუშავებული ენერგია ზამთარში ქვეყანას მოხმარდება, ხოლო ზაფხულში მეზობელი ქვეყნების გავლით უცხოეთში გაიყიდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები