აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმის შესახებ

26 თებერვალი, 2014

საქართველოს ულამაზესი ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. მას ყოველთვის ჰქონდა კურორტისათვის საჭირო რესურსები, მაგრამ ბოლო წლებში უპრეცედენტო ზომები იქნა გატარებული ტურიზმის განვითარებისათვის: განახლდა ძველი ბათუმის საცხოვრებელი სახლები, მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა წყალგაყვანილობის სისტემა, შეიქმნა უამრავი ტურისტული ობიექტი, გაიხსნა მსოფლიო ბრენდების სასტუმროები, ამუშავდა პროექტი "ბათუმველო", გაიხსნა უამრავი კაფე-რესტორანი თუ გასართობი ადგილი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბათუმი გახდა კულტურული ღირშესანიშნაობებისა და საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრი. აქ ტარდება მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები, საერთაშორისო ფესტივალები ხელოვნების სხვადასხვა დარგებსა თუ სპორტში... მხოლოდ ბოლო სამი წლის მანძილზე ბათუმმა უმასპინძლა ისეთი ვარსკვლავების კონცერტებს, როგორებიც არიან: პლაჩიდო დომინგო, ხოსე კარერასი, ანდრეა ბოჩელი, კრის ბოტი, სტინგი, მიშელ ლეგრანი, ენრიკე ეგლესიასი...

ბათუმი გამოირჩევა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურული იერის მქონე შენობების სიმრავლით, რომელიც ქალაქს კიდევ უფრო თანამედროვეს და მიმზიდველს ხდის. აღსაღნიშნავია, რომ 2012 წელს ამერიკის სტუმართმასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ ბათუმი დაასახელა როგორც წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები