აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის შესახებ

26 თებერვალი, 2014

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა გამოირჩევა არა მხოლოდ არაჩვეულებრივი ბუნებით, შავი ზღვის ხიბლითა და მზიანი დღეებით, არამედ განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე ხალხით, მდიდარი ფოლკლორული ტრადიციებითა და კულტურული სიმდიდრეებით. აჭარის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, მასში მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს.

აჭარაში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომელშიც თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები.

აჭარის ბუნების სიმდიდრეს ამ ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი ნაკრძალების სიმრავლეც ცხადყოფს. მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის ნაკრძალი თუ მაჭახელას ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილებია ეკოტურიზმის მოყვარულთათვის.

აჭარაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინო, გაეცნოთ აჭარულ სამზარეულოს და ხალხურ შემოქმედებას, დაათვალიეროთ აქვე გაშენებული ვენახის - "ჩხავერის" ზვარი, შეიძინოთ ადგილობრივი ხალხური რეწვის ნივთები, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოთ რთველში.

აჭარაში შეგიძლიათ ინახულოთ პირველი საუკუნით დათარიღებული უნიკალური გონიოს ციხე, რომელიც საქართველოს ამ ერთ-ერთ უძველეს კუთხეს ანტიკურ და ბიზანტიურ ხანასთან აკავშირებს. სულ რამოდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით კი იხილოთ ისტორიული ციხე-სიმაგრე პეტრა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. აჭარაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ შავი ზღვის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი, რომელიც თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებითა და ზღვისპირა ბულვარით თანამედროვე საქართველოს საუკეთესოდ წარმოაჩენს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები