აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დღეიდან პეტრას ციხე დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა

19 მაისი, 2021

დღეს,მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა რეაბილიტირებული პეტრას ციხე გახსნეს. 
2018-2021 წლებში ციხის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურითი მოწყობის პროექტი განხორციელდა. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, 2 საექსპოზიციო ნაგებობა, კინოსაპროექციო. ლიმონარიუმის 4 ტერასაზე გაკეთდა ადაპტირებული სასეირნო ბილიკები და 6 ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისათვის. ვიზიტორთათვის მოეწყო ავტო პარკინგი.
პეტრას ციხე უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქის ნანგრევებს წარმოადგენს, რომელიც სოფელ ციხისძირში, ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული და ვიზიტორთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. 
პეტრას ციხის რეაბილიტაცია აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები