აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ნინო ნიჟარაძემ IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

25 მაისი, 2021

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, სანია სელებიჩ-ლუკოვაცისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს კოვიდ პანდემიის პერიოდში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და IOM-ის მიერ განხორციელებული პროექტების განხილვა და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მიგრაციის კუთხით რეგიონალურ გამოწვევებს.
მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა გააცნო. მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მერ ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პროექტებისა და მიგრანტებისათვის გაწეული დახმარებისათვის.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორთან ერთად აჭარაში ახორციელებს რამდენიმე პროექტს, მათ შორისაა - უცხოელ მიგრანტთა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა. ამავე ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერითა და კონსულტაციით აჭარიდან გემანიაში გახორციელდა სამუშაოს მაძიებელთა ლეგალური დასაქმება. შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კახიძემ. მან ასევე წარმოადგინა ინფორმაცია სააგენტოს პროგრამების ფარგლებში მიგრანტებისათვის გაწეული დახმარების შესახებ.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი, მაია ვიბლერი და ბათუმის ოფისის კოორდინატორი, ნანა პაპიაშვილი ესწრებოდენენ.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები