აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

არქივისტის დღისადმი მიძღვნილი IV სამეცნიერო კონფერენცია

27 თებერვალი, 2014

2013 წლის პირველ მარტს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველოში  ჩატარდა  არქივისტის  დღისადმი  მიძღვნილი IV  სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის  მონაწილეებს  არქივისტის პროფესიული დღესასწაული და დედის დღე მიულოცეს უმაღლესი საბჭოს  თავჯდომარემ   ავთანდილ ბერიძემ, საარქივო სამმართველოს უფროსმა  გურამ სალაძემ.

კონფერენციაზე წაკითხული იქნა შემდეგი  მოხსენებები: ”საარქივო სამმართველოს საქმიანობის ძირითადი  მიმართულებები (ელგუჯა ჩაგანავა); ”სამეცნიერო -კვლევითი საქმიანობა საარქივო  სამმართველოში” (თამაზ ფუტკარაძე, ციცი ცინცაძე); ”საარქივო სამმართველოში დაცული ხელოვნების ფონდები” (მაია რურუა); ”საარქივო დოკუმენტების მნიშვნელობა  სამეცნიერო საქმიანობაში” (ოთარ თურმანიძე); ”საარქივო სამმართველოში დაცული  კინო-ვიდეო-ფოტო-ფონო ფონდები  და მათ მოვლა-შენახვასთან  დაკავშირებული პრობლემები” (გუგული პატარიძე):  ”სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შესახებ დაცული   ოსმალური დოკუმენტები სოფიის ბიბლიოთეკაში” (ფრიდონ ქარდავა) .

კონფერენციაზე   მოწვეული  იყვნენ  ამაგდარი არქივისტები:  ემელიანე ნაკაშიძე, თალიკო შეყილაძე, სერგო ტაბაღუა, ნანა კუჭაშვილი,  ჟუჟუნა რომანაძე და გუგული იმედაიშვილი, რომლებიც დაჯილდოვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით. უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი  გადაეცა ასევე არქივის თანამშრომელს გენადი კახაილიშს სამოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით.

მოეწყო  ფოტო და წერილობითი დოკუმენტების  გამოფენა, ნაჩვენები იქნა სლაიდშოუ.
 


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები