აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე- სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია).

17 აპრილი, 2014

2012 წლის 20-21 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია). კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: სომხეთის არმენოლოგიური კვლევის შირაქის ცენტრის, საქართველოს ეროვნული არქივის, ქუთაისის ცენტრალური არქივის, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის საარქივო სამმართველოს წარმომადგენლები. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი ბატონი თენგიზ ცინცქილაძე. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: თინათინ ჯაბადარი (საქართველოს ეროვნული არქივი), კარინა ბაზეიანი (პროფესორი, სომხეთის არმენოლოგიური კვლევის შირაქის ცენტრი), ამირან კახიძე (ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი). კონფერენციაზე წაკითხული იქნა 30-ზე მეტი მოხსენება: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის, არქოლოგიისა და ეთნოლოგიის საკითხებზე. მოეწყო გამოფენა ,,აჭარა, წარსული და დღევანდელობა”. აგრეთვე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ,,შავშეთურები”. ქ. ბათუმის ღირშესანიშნავი ადგილების დათვალიერების მიზნით კონფერენციაზე მოწვეული სტუმრებისათვის მოეწყო ექსკურსია
 
 


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები