აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 135 წლისთავისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე- „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორია, არქეოლოგია და ეთნოლოგია“, (2013 წლის 15-16 აგვისტო)

18 აპრილი, 2014

2013 წლის  15-16 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში ჩატარდა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 135 წლისთავისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორია, არქეოლოგია  და  ეთნოლოგია“.
          კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ:  ბულგარეთის, სომხეთის, ავსტრიის, ასევე ქუთაისის ცენტრალური არქივის, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის საარქივო სამმართველოს წარმომადგენლები.
         კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი  გურამ სალაძე. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: თამაზ ფუტკარაძე, ელგუჯა გოგიბერიძე, მარიანა პისკოვა, გრიგოლ აღანიანი.  კონფერენციაზე წაკითხული იქნა 30-ზე მეტი მოხსენება, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის  საკითხებზე.  კონფერენციის მსვლელობის პარალელურად მოეწყო   რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წწ   ომის ამსახველი ფოტო გამოფენა.
 
 


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები