ფერიის სკოლის მშენებლობა
18 ივნისი, 2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერიაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთხსართულიანი საჯარო სკოლა შენდება.
სოფელ ფერიაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად დაათვალიერა.
სოფელ ფერიაში შენდება 430 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, სადაც მოეწყობა საკლასო კომპიუტერებისა და ლაბორატორიისათვის, ბიბლიოთეკა, ასევე, სპორტული და სააქტო დარბაზები.
სკოლა იქნება სრულად ადაპტირებული, მოეწყობა ლიფტი, პანდუსი და ადაპტირებული იქნება სველი წერტილები.
მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით. მშენებლობის ღირებულება შეადგენს 3 444 444 ლარს.
იხილეთ გალერეა