აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქედის მუნიციპალიტეტში წონიარისი-კანტაური-ტიბეთას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

15 ივნისი, 2021

პროექტის ფარგლებში შენდება 72 მეტრი სიგრძის და 8 მეტრი სიგანის ახალი ხიდი. 
ამ ეტაპზე მარცხენა მხარეზე განაპირა ბურჯების ამოყვანის სამუშაოები ხორციელდება.
ახალი ხიდით სოფელ აბუქეთაში, კანტაურასა და ტიბეთაში მცხოვრები მოსახლეობა, ასევე ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
მანამდე კი ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ შემოვლითი გზებით ისარგებლონ.
მიმდინარე სამუშაო პროცესი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ პირველ მოადგილესთან რაულ ბერიძესთან, სპეციალისტებთან და ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან როლანდ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები