აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

22 ივნისი, 2021

100-მდე მუსლიმი იმამი, თეოლოგი, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. პროცესს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ.

რელიგიურ ლიდერებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აცრა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან ერთად იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ჩაუტარა.

დღეს მორიგი შეხვედრა მუსლიმანური რელიგიის ლიდერებთან, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გაიმართა და COVID-19-ის, ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ორგანიზებით ჩატარდა.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები