აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ჯვარიმინდორზე ტურისტული თაავშეესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა

28 ივნისი, 2021

აჭარაში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აჭარაში ყველაზე გრძელი (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე გეგმავს.

ელექტროენერგიითა და წყლით უზრუნველყოფილ ტურისტულ თავშესაფრებში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცეების, ხის მაგიდები, ხის სკამები, კედელზე მიმაგრებული კარადების, ხის ორსართულიანი საწოლების, ასევე საშხაპეებისა და  საპირფარეშოების განთავსება იგეგმება. მოლაშქრეებს ჯვარიმინდორზე, ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფრებში ღამისთევისა და დასვენების საშუალება  ზაფხულის ბოლოდან შეეძლებათ.

ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ბილიკი გამორჩეული და მრავალფეროვანია. მისი 50% კოლხური ტყით დაფარული ტერიტორია, დანარჩენი კი ალპური ზონაა, სადაც მოგზაურებს ათასწლოვანი უთხოვარის ეგზემპლარი ხეები, ჩანჩქერები და ველური ტბები ხვდება.  ცნობისთვის, ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები