აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტრო აცხადებს საოჯახო ანსამბლების კონკურსს

08 ივლისი, 2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საოჯახო ანსამბლების კონკურსს.

კონკურსის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაცია, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობა-პოპულარიზაცია და წახალისება. 

კონკურსის შედეგად მოხდება იმ საოჯახო ანსამბლების წახალისება და მხარდაჭერა, რომლებიც წლების მანძილზე საკუთარი ძალებითა და ენთუზიაზმით ახერხებდნენ შეენარჩუნებინათ, აღედგინათ და გაეცოცხლებინათ ფოლკლორული ნიმუშები. 

კონკურსი წარიმართება სამ ეტაპად:

პირველი ეტაპი განაცხადებების მიღება- 8-23 ივლისის ჩათვლით. 

მეორე ეტაპი ჩატარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თითოეულ მუნიციპალიტეტში ინდივიდუალურად.


კონკურსის მესამე, ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 2021 წლის ნოემბერში. 

კონკურსის მონაწილე საოჯახო ანსამბლებს გადაეცემათ დიპლომები, ხოლო გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები (მუსიკალური ინსტრუმენტი, ან სხვა), ასევე სასცენო სამოსი საჭიროების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტი: 
ელ-ფოსტა:culturalprojects21@gmail.com
ტელ: 422 24 53 82; 577 30 40 03
მისამართი: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები