აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ფესტივალების საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

09 ივლისი, 2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსს“ აცხადებს

საგრანტო კონკურსის მიზანია: 
  • კულტურისა და ხელოვნების სფეროების განვითარებაზე ორიენტირებული ფესტივალების მხარდაჭერა; 
  • უნიკალური, ავთენტური, კონკურენტუნარიანი კულტურის ღონისძიების მხარდაჭერა;
  • კულტურის პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება;
  • რეგიონის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადების მიღება იწარმოებს 2021 წლის 9 ივლისიდან 23 ივლისის 18 საათამდე; 

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსის" 2021 წლის სრული ბიუჯეტი განისაზღვრა 300 000 ლარით,  ხოლო თითოეული ფესტივალისთვის გაიცემა გრანტი არაუმეტეს 40 000 ლარის ოდენობით. 

დანართის სახით იხილეთ : ფესტივალების საგრანტო კონკურსის პირობები, საგრანტო განაცხადის ფორმა, ბიუჯეტის ფორმა და საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშგების ფორმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები