აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო

20 ივლისი, 2021

ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველად, რეგულარული ფრენები დაიწყო. ავიაკომპანია Air Manas პირდაპირ ფრენებს ბიშკეკიდან ბათუმის მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში, ყოველ შაბათს შეასრულებს. ტურისტებთან ერთად პირველ ავიარეისს ბათუმში ყირგიზული ტურსააგენტოების წარმომადგენლები ჩამოყვნენ. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის ტურისტულ პროდუქტებზე, მიმართულებებსა და რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე პროექტებზე გაკეთდა აქცენტი.

რეგიონში ვიზიტისას ინფოტურის მონაწილეები ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ურთიერთანამშომლობის საკითხები განიხილეს. ისინი მთიან აჭარასაც სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს და ფოლკლორ შოუს დაესწრნენ.

განახლებულ ბათუმის  საერთაშორისო აეროპორტში  ივლისის განმავლობაში 304 რეგულარული ფრენა განხორციელდა. ამ ეტაპზე, რეგულარული ფრენები ბათუმის მიმართულებით 10 მიმართულებიდან ხორციელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები