აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქედის მუნიციპალიტეტში წონიარისი-კანტაური-ტიბეთას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

01 ივლისი, 2021

ქედის მუნიციპალიტეტში წონიარისი-კანტაური-ტიბეთას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში შენდება 72 მეტრი სიგრძის და 8 მეტრი სიგანის ახალი ხიდი. 
ამ ეტაპზე ბურჯების ამოყვანის სამუშაოები ხორციელდება.
ახალი ხიდით სოფელ აბუქეთაში, კანტაურასა და ტიბეთაში მცხოვრები მოსახლეობა, ასევე ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
მანამდე კი ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ შემოვლითი გზებით ისარგებლონ.
მიმდინარე სამუშაო პროცესი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ მოადგილეებთან და სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები