აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი

26 ივლისი, 2021

2020 წლის 22 ივნისს, გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის დაბადებიდან 95 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაცხადდა აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება სულიკო ჟღენტის კინომუზეუმის გახსნის შესახებ, ინიციატივა მხარდაჭერილი იქნა საქართველოს პრეზიდენტის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ.
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მუზეუმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქ.ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუზეუმში ასახული იქნება ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციები. შეიქმნება მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა.
სულიკო ჟღენტის კინომუზეუმის პროექტისა და კონცეფციის ავტორები არიან ოლიკო და ქეთევან ჟღენტები.
მუზეუმის მოწყობის სამუშაოები დაიწყება მიმდინარე წელს, პროექტი ფინანსდება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები